Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა პლეი-ოფის ფორმატს სერიოზულად განიხილავს…

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, სერია ა-ს წარმომადგენლები 2024 წლის სეზონიდან ახალ ფორმატზე გადასვლას და პლეი-ოფის დანერგვას სერიოზულად განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, ახალი ფორმატი როგორც დაწინაურებული გუნდების, ასევე ჩემპიონის ვინაობას პლეი-ოფის სისტებით გამოავლენს და არ არის გამორიცხული, რომ გუნდების რაოდენობა სერია ა-ში 18-მდე შემცირდეს.

ჯერჯერობით ეს ყველაფერი იდეის დონეზეა, თუმცა პროექტის ავტორი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა გახლავთ, რომელიც საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს და ის გუნდების წარმომადგენლებთან აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.