Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა სტადიონების გახსნას ითხოვს

მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრებსი 25 პროცენტს მატჩებზე დასწრების უფლება მისცა, სერია ა-ს პრეზიდენტმა პაოლო დალ პინომ იტალიის პრემიერ მინისტრს იგივე თხოვნით მიმართა.

იტალიური მედიის ინფორამციით, სერია ა-ს წარმომადგენლებმა დეტალური გეგმა და პროტოკოლი წარადგინეს, თუ როგორ შეიძლება გულშემატკივრები უსაფრთხოდ დაესწრონ მატჩებს და იმედი აქვთ, რომ მომდევნო ტურიდან შეხვედრებს მინიმუმ 1,000 ადამიანი დაესწრება.