Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, სერია ა-ს ახალი პრეზიდენტი 46 წლის სამართლის პროფესორი ლორენცო კასინი იქნება.

სერია ა-ს პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ, რაც პაოლო დალ პინომ თანამდებობა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა, ვაკანტური იყო და სერია ა-ს გუნდებმა ახალი პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ მე-4 ტურის შემეგ მოახერხეს.

კასანიმ 20-დან 11 გუნდის წარმომადგენლის ხმა მიიღო, რაც მე-4 ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. წყაროების ინფორმაციით, მას ყველაზე მეტად გავლენიანი გუნდებიდან ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფიორენტინას დირექტორი ჯო ბარონე უჭერდნენ.