Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს განრიგი ცნობილია

სერია ა-მ 2021-22 წლების სეზონის განრიგი ოფიციალურად წარადგინა.

ჩემპიონატი როგორც მოსალოდნელი იყო 22 აგვისტოს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.

სანაკრებო პაუზები 5 სექტემბერს, 10 ოქტომბერს და 14 ნოემბერს ჩაინიშნა, საშობაო უქმეები კი 26 დეკემბრის და 2 იანვრის კვირეებში იქნება, რასაც შემდგომში 30 იანვარი და 27 მარტი დაემატება.

შუა კვირის ტურები 22 სექტემბერს, 27 ოქტომბერს, 1 დეკემბერს და 22 დეკემბერს ჩაინიშნა, ტრადიციული ‘ბეფანა’ რაუნდი კი 6 იანვარს გაიმართება.

კოპა იტალის ფინალი ამ ეტაპზე 2022 წლის 11 მაისს არის ჩანიშნული, მაგრამ შესაძლოა თარიღი შეიცვალოს.

Supercoppa-ს მატჩის თარიღი კი ინტერსა და იუვენტუსს შორის  ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

სერია ა-ს კალენდარი 14 ივლისს ახალი, ასიმეტრიული წესით დადგინდება.