Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მცველი კრისტიან რომერო გახდა

გასული სეზონის საუკეთესო მეკარის (ჯიჯო დონარუმა) და საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელის (დუშან ვლაჰოვიჩი) დასახელების შემდეგ, სერია ა-ს წარმომადგენლებმა საუკეთესო მცველი აირჩიეს.

ეს პატივი წილად იუვენტუსის საკუთრებაში მყოფ ატალანტას ცენტრალურ მცველს კრისტიან რომეროს ერგო. მან 42 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთებინა და ატალანტას ზედიზედ მე-3 ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ატალანტას ფეხბურთელის გამოსყიდვა იუვენტუსიდან 18 მილიონ ევროდ შეუძლია და ამ პუნქტს აუცილებლად აამოქმედებენ.