Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს გუნდების მიერ აგენტებისთვის გადახდილი თანხების რაოდენობა…

როგორც უკვე მოგახსენეთ, FIFA-ს გადაწყვეტილებით საფეხბურთო აგენტებს მომდევნო წლიდან შემოსავლების ლიმიტი დაეწესებათ (იხილეთ აქ).

გუნდები აგენტებს სეზონიდან სეზონამდე სულ უფრო მეტ თანხებს უხდიან და გამონაკლისი არც 2021 წელი ყოფილა.

Il Giornale-მ სერია ა-ში იმ გუნდების ექვსეული გამოაქვეყნა, რომლებმაც 2021 წელს აგენტებს ყველაზე მეტი ფული გადაუხადეს:

იუვენტუსი – 20.8 მილიონი ევრო
რომა – 19.24 მილიონი ევრო
მილანი – 14.13 მილიონი ევრო
ნაპოლი – 12 მილიონი ევრო
ფიორენტინა – 9.7 მილიონი ევრო
ინტერი – 9 მილიონი ევრო