Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს გუნდებს სტადიონის 100 პროცენტით გახსნა სურთ…

მომდევნო სეზონში გულშემატკივრებს დიდი ალბათობით სტადიონზე დასწრების საშუალება მიეცემათ, მაგრამ იტალიის მთავრობა ჯერჯერობით 25 პროცენტზე მეტის ნებას არ იძლევა, სერია ა-ს გუნდების წარმომადგენლებს კი სხვა მოთხოვნები აქვთ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, Lega Serie A-ს წარმომადგენლებმა, სერია ა-ს 20 გუნდის პრეზიდენტის მოთხოვნით, იტალიის მთავრობას სტადიონების 100 პროცენტით გახსნის თხოვნით მიმართეს მხოლოდ იმ ქომაგებისთვის, რომლებმაც აცრა უკვე გაიკეთეს.

ამ ეტაპზე იტალიაში ვაქცინის ორი დოზა მოსახლეობის 38.2 პროცენტს, ანუ 23 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.