Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს გუნდებს 2 თვის ხელფასების ჩამოჭრა სურთ

ინტერის შემდეგ, 2 თვის ხელფასების ჩამოჭრის სურვილი სერია ა-ს ყველა გუნდმა გამოთქვა და ამ თემასთან დაკავშირებით გუნდების წარმოამდგენლები ფეხბურთელების ასოციაციას უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

ინტერის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად შეხვდა და მათ 2 თვის ხელფასზე ეკონომიკური კრიზისის გამო უარის თქმა სთხოვა, თუმცა ჯერჯერობით თანხმობა არც ერთ მათგანს არ განუცხადებია.

ამის მიუხედავად, ეს იდეა სერია ა-ს სხვა გუნდებსაც გადაეცათ და Tuttosport-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს გასამართ სერია ა-ს ყრილობაზე ფარული კენჭისყრა იქნება, სადაც აღნიშნულ საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტენ.