Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა-ს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად გაიხსნა

დღეს სერია ა-ში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და მეტიც, პირველი ოფიციალური ტრანსფერი უკვე შედგა.

ატალანტამ გენკიდან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ 23 წლის მარჯვენა მცველი, იოაკიმ მაილე გაიფორმა.

სატრანსფერო ფანჯარა სერია ა-სა და ტოპ 5 ლიგის სხვა ჩემპიონატებში 1 თებერვალს დაიხურება.