Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს კორონა ვირუსის ახალი პროტოკოლი აქვს

სერია ა-სა და ქვეყნის რეგიონების ჯანდაცვის წარმომადგენლებს შორის გაზრდილი დაპირისპირების გამო, იტალიის მთავრობამ კორონა ვირუსის ახალი პროტოკოლი დააწესა.

გასულ ტურებში ჯანდაცვის წარმომადგენლების გადაწყვეტილებების გამო სერია ა-ს არაერთი შეხედრა გადაიდო მაშინ, როდესაც იტალიური ფეხბურთის წარმომადგენლები მის გამართვას მოითხოვდნენ, რამაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

ახალი წესის მიხედვით, თუ გუნდის წევრების ფეხბურთელების 35 პროცენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდებათ, მათ მატჩის გადადების მოთხოვნა შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში, სადაც დაახლოებით 33-34 ფეხბურთელი ირიცხება, ვირუსის დადასტურებული 11 შემთხვევის შემდეგ მათი მომდევნო მატჩი გადაიდება.