Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა-ს მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშე – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მილანმა ინტერის დამარცხება მოახერხა, თუმცა გასულ ტურში უბერებელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით დიავოლომ Derby Della Madonnina-ს მოგება მოახერხა, რითიც ლეგენრაულმა შვედმა ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ნამდვილად დაიმსახურა.

სტეფანო პიოლის გუნდს მიმდინარე სეზონში 100- პროცენტიანი შედეგი აქვს, 4-დან 4 მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.