Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს მწვრთნელების აზრით, ინტერი სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატია

ItsaSportPress-მა რამდენიმე წუთის წინ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოცემის მტკიცებით, მათ სერია ა-ს მწვრთნელებს სერია ა-ს ფავორიტის დასახელება სთხოვეს და ყველაზე მეტი ხმა ინტერმა მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, თითქმის ყველა გუნდის მწვრთნელმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა და 11-მა მათგანმა ხმა ანტონიო კონტეს ინტერს მისცა. ბოლონიას მიჰაილოვიჩმა, ფიორენტინას პრანდელიმ, და სამპდორიას კლაუდიო რანიერიმ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება არ ისურვეს.

მწვრთნელების სია, რომლებმაც ინტერს მისცეს ხმა, ასე გამოიყურება: გასპერინი, პიპო ინძაგი, დი ფრანჩესკო, სიმონე ინძაგი, სტეფანო პიოლი, ჯენარო გატუზო, ფაბიო ლივერანი, რობერტო დე ზერბი, ჯამპაოლო, ლუკა კოტი და ივან იურიჩი.

სხვა კანდიდატები ინტერზე წინ მხოლოდ ორი გუნდის მწვრთნელებმა დააყენეს. კროტონეს ჯოვანი სტროპამ, რომელიც მილანის ფეხბურთელი გახდლათ, მილანი დაასახელა, ხოლო სპეციას ვინჩენცო იტალიანომ – იუვენტუსი.