Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს ფეხბურთელებს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები ჩაუტარდებათ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას თქმით, სერია ა-ს და იტალიის ნაკრების ფეხბურთელები პირველადი დახმარების კურსებს გაივლიან. ეს გადაწყვეტილება ფედერაციამ კრისტიან ერიქსენის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომლის სიცოცხლეს მისმა თანაგუნდელმა სიმონ კიაერმა, პირველადი დახმარების აღმოჩენით გადაარჩინა.

„როდესაც ერიქსენის გული გაჩერდა, მთელს საფეხბურთო სამყაროს იგივე დაემართა. ჩვენ კიაერს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ერიქსენი რომ ახლა ცოცხალია, სწორედ მისი დამსახურებაა. მინდა კრისტიანს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროფესორების დახმარებით სეზონის წინ სერია ა-ს და იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს პირველადი დახმარების კურსები გავატაროთ. ეს გადაწყვეტილება სამედიცინო კომისიამ უკვე დაადასტურა.

„ჩვენ ამ კურსებს გუნდებს მათსავე სავარჯიშო ბაზაზე, იტალიის ნაკრებს კი Coverciano-ს ბაზაზე, უახლოეს დღეებში ჩავუტარებთ.“