Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს შესანიშნავი შედეგი ევროპის ჩემპიონატზე…

კვირას, 11 ივლისს უემბლიზე ფეხბურთის ქომაგებს შესანიშნავი სანახაობა გველოდება, სადაც ერთმანეთს იტალია და ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან, მაგრამ თამამად შეიძლება ითვას, რომ სერია ა-მ პრემიერ ლიგა უკვე დაამარცხა.

საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე ამ მომენტისთვის 129 გოლი გავიდა, საიდანაც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის ფეხბურთელებმა 36 გოლი გაიტანეს, ინგლისის წარმომადგენლებმა კი 29.

შემდეგ სიაში ბუნდესლიგა მოდის, გერმანული ჩემპიონატის წარმომადგენლებმა 28 გოლის გატანა მოახერხეს. ესპანურმა ლა ლიგამ 9, ხოლო ფრანგულმა ლიგა 1-მა 7 გოლით დაასრულა გამოსვლა.