Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა-ს 15 გუნდს ხელფასების გადახდა უჭირს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს 15 გუნდი ფეხბურთელებს და დასაქმებულ პირებს ნოემბრის ხელფასს ვერ გადაუხდის.

სერია ა-ს პრეზიდენტმა, პაოლო დელ პინომ გუნდების ეკონომიკურ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა:

„სერია ა კატასტროფის წინაშე დგას. იმ შეზღუდვების გამო, რომელსაც ქვეყნის მთავრობა აწესებს, ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ძვირ საფასურს გადაიხდის.

„გასაგებია, რომ ადამიანების ჯანმრთელობა პირველ ადგილას დგას, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ერთიანი ძალებით გრძელვადიანი გეგმა შევიმუშაოთ, რადგან სპორტის ამ სახეობაში უამრავი ადამიანია დასაქმებული და თუ ასე გაგრძელდა, ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე დარჩება.

„მხოლოდ სტადიონების სრულად დახურვის გამო სერია ა-ს გუნდებმა 600 მილიონი ევრო იზარალეს, რაც ამ რთულ პერიოდში დამატებით ტვირთად ექცათ.

„ჩვენ მთავრობისგან მეტ ყურადღებას მოვითხოვთ. პრემიერ მინისტრი შეგვპირდა, რომ მთავრობა დაზარალებულ სექტორებს გარკვეულ დახმარებას გაუწევდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული არ არის.“