Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს 2021/22 წლების განრიგი ცნობილია

Lega Serie A-მ მომდევნო სეზონის განრიგი, შუა კვირის ტურები და სანაკრებო პაუზები ოფიციალურად დაადასტურა.

მომდევნო სეზონი სტარტს 22 აგვისტოს აიღებს და ბოლო ტური 2022 წლის 22 მაისს გაიმართება, ოფიციალური კალენდარი კი 14 ივლისს გახდება ცნობილი.

შუა კვირის ტურები მომდევნო სეზონში:

ოთხშაბათი, 22 სექტემბერი, 2021
ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი, 2021
ოთხშაბათი, 1 დეკემბერი, 2021
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი, 2021
ხუთშაბათი, 6 იანვარი, 2022

სანაკრებო პაუზები მომდევნო სეზონში:

კვირა, 5 სექტემბერი, 2021
კვირა, 10 ოქტომბერი, 2021
კვირა, 14 ნოემბერი, 2021
კვირა, 30 იანვარი, 2021
კვირა, 27 მარტი, 2022