Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა შედეგიანობის მხრივ საუკეთესოა…

წლების განმავლობაში, სერია ა-ს დაცვითი და მოსაწყენი ჩემპიონატის იმიჯი ჩამოუყალიბდა, მაგრა კატენაჩოს პერიოდი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ბოლო წლებში სერია ა-ს შედეგიანობამ გაცილებით იმატა და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი გახლავთ.

იტალიური ფეხბურთს უმაღლეს ჩემპიონატში ერთ მატჩში საშუალოდ 3.23 გოლი გადის, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

მე-2 ადგილზე გერმანიის ბუნდესლიგაა, რომელშიც ერთ მატჩში საშუალოდ 2.98 გოლი გადის, ლიგა 1-ში 2.95, პრემიერ ლიგაში კი, რომელიც მაღალი ტემპითა და ბევრი გოლით იწონებდა თავს, თთო შეხვედრაში გუნდები 2.63 გოლს იტანენ.