Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ში გუნდების რაოდენობა შემცირდება ?

La Repubblica-ს ინფორმაციით, ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, მათ შორის სერია ა-ში, შესაძლოა გუნდების რაოდენობა 18-მდე შემცირდეს.

2024-25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა ახალ ფორმატზე გადავა, რაც ისედაც დატვირთულ კალენდარს გუნდებისთვის კიდევ უფრო დაამძიმებს და ამ ყველაფრის კომპენსაციისთვის ფედერაციები გუნდების შემცირებას განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, სერია ა-ს გუნდები ერთმანეთს სამშაბათს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, იქამდე კი უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ Coppa Italia-ზე სერია ც-ს და სერია დ-ს გუნდებს მონაწილეობის მიღების საშუალება აღარ ექნებად და კლუბების რაოდენობა 40-მდე შემცირდება.

გათიშვა