Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ში მსაჯების სკანდალი გრძელდება…

იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლიცენზია სერია ა-ს კიდევ ორ მსაჯს – დავიდე მასასა და პიერო ჯაკომელის ჩამოერთმევათ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფედერიკო ლა პენამ და ფაბრიციო პასკუამ დაუდგენელი შემოსავლების გამო ლიცენზია 13 და 16 თვით დაკარგეს და ამჯერად იგივე მასა-ჯაკომელის დუეტს ემუქრებათ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოძიება დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.