Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ში მწვრთნელების ცვლილება გრძელდება…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვერონამ სეზონის დაწყებიდან 3 ტურის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ვერონას 3 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს და შედეგებით უკმაყოფილო მაურიციო სეტიმ იტალიელი სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ვერონას დიდი ალბათობით როლანდო მარანი ჩაიბარებს, რომელიც გასულ ტურში ჯალობლუს თამაშს ესწრებოდა კიდეც, მის გარდა კი იტალიურ მედიაში იგორ ტუდორის კანდიდატურაც დასახელდა, რომელიც იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი.

UPDATE:
ვერონამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკო და მისი სტაფის წევრები ჯალობლუს რიგებში აღარ იმუშავებენ.