Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა-ში ხელფასები მცირდება, იუვე ამ მხრივ გამორჩეულია

გასულ წელთან შედარებით, სერია ა-ში წლიური ხელფასების საერთო რაოდენობა 72 მილიონი ევროთი შემცირდა. იუვენტუსმა სახელფასო ხარჯები 58 მილიონით, მილანმა კი 25 მილიონით შეამცირა. რონალდუ სერია ა-ში კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

2015-16 წლებში ხელფასის საერთო რაოდენობა 882 მილიონი იყო, 2018-19 წლებში 1.129 მილიარდი, მომდევნო სეზონში კი 1.36 მილიარდი.

2020-21 წლების სეზონში კი ეს თანხა 1.288 მილიარდ ევრომდე შემცირდა, რაც იტალიაში შემოსავლების გადასახადების შემცირებით არის გამოწვეული.

ყველაზე მეტად სახელფასო ხარჯები იუვენტუსმა შეამცირა, რომელსაც 58 მილიონი ევროთი ნაკლების დახარჯვა მოუწევს, თუმცა ბიანკონერი ხელფასებში მაინც ყველაზე მეტს ხარჯავს.

სეზონში იუვე ხელფასებში 236 მილიონ ევროს გასცემს, საიდანაც ყველაზე მეტს, 31 მილიონ ევროს კრიშტიანუ რონალდუ იღებს, შემდეგ მოდის მატიას დე ლიხტი – 8 მილიონით და პაულო დიბალა – 7.5 მილიონით.

სახელფასო ხარჯები შეამცირა მილანმაც. გუნდმა გასულ სეზონში ფეხბურთელებს 115 მილიონი გადაუხადა, მიმდინარე წელს კი 90 მილიონის გადახდა მოუწევს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფიგურაა და ის 7 მილიონს გამოიმუშავებს, მეორე ადგილზე კი ჯიჯო დონარუმაა, 6 მილიონი ევრო.

იუვენტუსის და მილანის განხვავებით, ინტერის წლიური სახელფასო ხარჯი გაიზარდა და 149 მილიონს მიაღწია, თუმცა იუვენტუსამდე ძალიან დიდი სხვაობაა.

რომამ ხელფასები 13 მილიონით შეამცირა, ლაციოს კი 11-ით გაეზარდა.