Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სერია ა 3 ფაზად ჩატარდება?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას თქმით, ფედერაცია სერია ა-ს ახალ ფორმატზე მუშაობს.

„ჩვენ 3-ეტაპიან ჩემპიონატზე ვმუშაობთ, სადაც სკუდეტოს ბედი საუკეთესო 8 გუნდს შორის გადაწყდება.

„ჯერჯერობით გუნდებისგან ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებით, რადგან ისინი, ვინც მოგებას მიეჩვივნენ, ასეთი ცვლილება არ აწყობთ.

„საუკეთესო 8 ფორმატმა შესაძლოა მაყურებლების თამაშზე დასწრების სურვილიც შეამციროს, რადგან ადრეულ სტადიებზე ვინ მოიგებს და ვინ წააგებს ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.