Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერჟიო ოლივეირა რომაში ტრანსფერთან ახლოს არის

PORTO, PORTUGAL - FEBRUARY 27: Sergio Oliveira of FC Porto in action during the Liga NOS match between FC Porto and Sporting CP at Estadio do Dragao on February 27, 2021 in Porto, Portugal. Sporting stadiums around Portugal remain under strict restrictions due to the coronavirus pandemic as government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Octavio Passos/Getty Images)

როგორც მოსალოდნელი იყო, რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და აინსლი მაიტლანდ-ნაილსის შემდეგ, რომელსაც ჯალოროსის რიგებში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, პორტუს ნახევარმცველის სერჟიო ილივეირას გაფორმებასაც ცდილობს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, რომა ნაილსის მსგავსად პორტუგალიელი ფეხბურთელის გაფორმებასაც არენდის წესით გეგმავს, შემდგომში 10-12 მილიონის სანაცვლოდ გამოსყიდვივს პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, პორტუს ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურდა, თუმცა ჟოზე მოურინიოს ფაქტორიდან გამომდინარე ფეხბურთელი რომაში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და შესაძლოა პორტუგალიელებს მგლების წინადადების მიღება მოუწიოთ.