Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სეტიენი:“ნაპოლი ბარსასთვის რთული მოწინააღმდეგეა“

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი Coppa Italia-ზე ნაპოლის გამარჯვებით გაკვირვებულია და ამბობს,რომ მათთან თამაში იოლი არ იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა ნაპოლისა და ბარსელონას შორის სან პაოლოზე ფრედ,ანგარიშით 1 – 1 დასრულდა.მეორე წრე პანდემიის გამო ჯერ არ გამართულა და სავარაუდოდ,აგვისტოს დასაწყისში ჩატარდება.

ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ერთ მატჩიანი სისტემით გაიმართება.

„ვფიქრობ,ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ყველასთვის უარესია.ორი შეხვედრის ჯამში შეცდომების გამოსწორების საშუალება გეძლევა და გასვლის მეტი შანსი გაქვს.

„ყველას გვინდა,რომ სახლში და გასვლაზე ვითამაშოთ,თუმცა გარემოება ამის საშუალებას არ გვაძლევს და ამას უნდა შევეგუოთ.

„ნაპოლი ძლიერი მოწინააღმდეგეა,მათ იუვენტუსის წინააღმდეგ კარგი თამაში ჩაატარეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე წრეში მათი დამარცხება ადვილი არ იქნება,თუმცა ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით და მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავალთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.