Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიახლეები იუვენტუსის ლაზარეთიდან მილანთან მატჩის წინ

6 იანვარს მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება. მილანი ჩემპიონ იუვენტუსს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ სხვაობა 13 ქულამდე გაზარდოს.

მილანის პრობლემების შესახებ უკვე მოგახსენეთ, თუმცა ამ შეხვედრას დანაკლისის გარეშე არც ტურინელები ხვდებიან. ალვარო მორატას თამაში მილანის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია.

ასევე ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ალექს სანდროს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის იზოლაციაშია გადაყვანილი. იუვენტუსის ყველა ფეხბურთელს მატჩამდე სავალდებულო ტესტის ჩატარება მოუწევს.

ანდრეა პირლოს უბრუნდება ხუან კუადრადო და ადრიენ რაბიო, რომლებიც გასულ ტურში დისკვალიფიცირებულები იყვნენ.