Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სილვამ ლაციოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

The Guardian-ის მტკიცებით,დავიდ სილვამ ლაციოსთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა და მისი არიწვებში გადასვლა ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდება.

10 წელი სიტიში გატარების შემდეგ,სილვა გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და ყველას ეგონა,რომ ის ან ესპანეთში დაბრუნებოდა,ან კარიერას MLS-ში გააგრძელებდა,თუმცა 34 წლის ფეხბურთელმა ლაციოში თამაშზე თანხმობა განაცხადა.

მიმდინარე სეზონში სილვას სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა.მან პრემიერ ლიგის მატჩებში მონაწილეობა 27-ჯერ მიიღო,თუმცა 6 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით,ესპანელი ლაციოსთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 3,5-4 მილიონ ევროს მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.