Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სილვა სხვა ვარიანტებს განიხილავს?

დავიდ სილვა ლაციოში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის,თუმცა ის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს და დროის მოსაგებად ლაციოს წარმომადგენლების ზარებს არ პასუხობს.

ესპანელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და ბოლო დღეებში მისი ლაციოში გადასვლა უკვე დამთავრებულ ტრანსფერად შერაცხეს, თუმცა როგორც ჩანს,საქმე არც ასე მარტივად არის.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით,საქმეში იუვენტუსი ჩაერთო და მიუხედავად იმისა,რომ გუნდი შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ცდილობს და 34 წლის ფეხბურთელის მიყვანა ამას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს,პირლოს მისი გაფორმება მაინც სურს.

ბიანკოჩელესტი სილვას 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს,სეზონში 4 მილიონ ევროს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებას,თუმცა თუ იუვენტუსის ინტერესი სიმართლეა, შესაძლოა ესპანელმა ბიანკონერიში გადასვლა აირჩიოს…

Leave a Reply

Your email address will not be published.