Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიმაკანი, ტაუვინი და სხვები – ბოლო ინფორმაცია მილანის ფრანგულ სამიზნეებზე

SempreMilan-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ფრანგ ჟურნალისტთან, რომელმაც თავის მხრივ როსონერის ფრანგ სამიზნეებზე ისაუბრა.

რატომ აირჩია მილანმა ფრანგული მარკეტი ?

„ჩემი აზრით, მილანი სევილიას მოდელის გამეორებას ცდილობს და საფრანგეთში ახალგაზრდა, თუმცა ხელმისაწვდომი ტალანტების გაფორმება უნდა.

„სევილიამ ბოლო წლებში ამ მხრივ ძალიან დიდი წარმატება ნახა. მათ ლუკას ოკამპოსი, კოუნდე და სხვა ფრანგი ახალგაზრდები იაფად დაიმატეს, ახლა კი მათი ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია.

„სიმაკანი ? ის ნამდვილად ძალიან კარგი მცველია, რომელსაც ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და პოზიციის შერჩევა იდეალურად ეხერხება. ცენტრალური ზონის გარდა, მას მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, თუმცა შეტევაში ჩართვის მხრივ სამუშაო აქვს.

„ჩემი აზრით გუნდს რომელსაც სურს, რომ მარჯვენა მცველი შეტევაში უფრო ხშირად ჩაერთოს, სიმაკანი არ გამოადგებათ.“

არის თუ არა 15-20 მილიონი მისაღები ფასი ?

„დღევანდელი სატრანსფერო ფასებიდან გამომდინარე ფასი მისაღებია. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი განვითარების შემთხვევაში მისი ფასი ძალიან მალე საგრძნობლად გაიზრდება.

„ტაუვინი ? ჩემი აზრით, ტაუვინი მილანს იდეალურად მოერგება. ის მარსელის ნამდვილი ლიდერია და როგორც გოლებში, ასევე საგოლე გადაცემებში გამორცეული მაჩვენებლები აქვს. ის გუნდის საუკეთესო მეგოლე და ამ ეტაპზე ლიგა 1-ის საუკეთესო ასისტერია და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ გასული სეზონი მან ტრავმების გამო ფაქტობრივად გამოტოვა.

„ის დიდ გუნდში თამაშს ნამდვილად იმსახურებს. შესაძლოა ნიუკასლში ნაჩვენები არც თუ ისე კარგი თამაშის გამო მისი გაფორმება დიდ გუნდებს არ სურთ, მაგრამ მარსელში მან დაამტკიცა, რომ შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს.“

რა ტიპის მოთამაშეა ტაუვინი და რა თვისებებს შემატებს ის მილანს ?

„ის არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი დრიბლინგი აქვს და ერთი-ერთზე თამაში ძალიან უყვარს. ის მე რობენს მაგონებს, რადგან ფლანგიდან სიღრმეში შესვლა და დარტყმა არაჩვეულებრივად გამოსდის. მისმა ოპონენტებმა იციან, თ რას გააკეთებს ის, თუმცა მის შეჩერებას ვერ ახერხებენ.

„მისი ყველაზე დიდი პრობლემა კი არასტაბილურობაა, რასაც თავის მხრივ საკუთარ თავში რწმენის დაკარგვასთან მივყავართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ მას მაღალი დონის თანაგუნდელები ეყოლება, თავის სრულ პოტენციალს გამოავლენს.“

არიან თუ არა საფრანგეთში სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც მილანს ურჩევდით ?

„საფრანგეთში ძალიან დიდი არჩევანია და ფინანსური კრიზისის გამო გუნდები ფეხბურთელების გაყიდვას არ ერიდებიან. თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, კიდევ უამრავია, რომლებიც ადრე თუ გვიან დიდი გუნდების რადარზე მოხვდებიან.“