Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიმეონე:“ მილანმმა პირველ ნახევარ საათში გვაჯობა“

დიეგო სიმეონემ მილანთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მილანმა თამაში ძალიან დინამიურად, მაღალ ტემპში დაიწყო და უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ჩვენ გვაჯობეს, მაგრამ კესის გაძევების შემდეგ ჩვენ მოვუმატეთ და ინიციატივა ხელთ ვიგდეთ.

„ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და რიცხობრივმა უპირატესობამ საქმე გაგვიადვილა, რადგან 11-11-ზე მილანი უკეთესი იყო.“