Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიმონე ინძაგის სტეფანო სენსის შენარჩუნება სურს

ინტერში გადასვლის შემდეგ, სტეფანო სენსიმ ტრავმების გამო თავისი უდიდესი ნიჭის გამოვლენა ვერ მოახერხა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით სიმონე ინძაგი მის პოტენციალში დარწმუნებულია და ნერაძური 25 წლის ნახევარმცველის გაყიდვას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში სენსიმ, რომელიც ინტერმა 2020 წლის სექტემბერში სასუოლოდან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ნერაძურის მაისურით მხოლოდ 21 მატჩი გამართა აქტივში ვერც გოლი და ვერც საგოლე გადაცემა ვერ ჩაიწერა, თუმცა ამის მიუხედავად სენსი იტალიის ნაკრების ოფიციალურ, 26-კაციან განაცხადშიც კი მოხვდა.

გათიშვა