Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სისოკო:“ პოგბა იუვენტუსში დაბრუნდება“

იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის, მომო სისოკოს აზრით, პოლ პოგბა იუვენტუსში აუცილებლად დაბრუნდება.

სისოკომ, რომელიც იუვენტუსის და ფიორენტინას რიგებში თამაშობდა, დღევანდელ მატჩზეც ისაუბრა.

„ეს ისეთი მატჩი იქნება, როგორიც იუვენტუსი – ფიორენტინას ყველა დაპირისპირება. ტურინელები ფავორიტები იქნებიან, იები კი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მატჩს ჩაატარებენ.

„პრანდელის მისვლის შემდეგ, ფიორენტინა შედარებით კარგად გამოიყურება და შეეცდებიან, რომ იუვეს პრობლემები შეუქმნან, თუმცა რა თქმა უნდა, ბიანკონერი ფავორიტია.

„პოგბა ? ჩემი აზრით, ის იუვენტუსში დაბრუნდება. ყველასთვის ნათელია, რომ პოლი მანჩესტერში ბედნიერი არ არის და მისი აგენტის განცხადებამ ეს დაადასტურა. არ მგონია, რომ მისი ტრანსფერი ზამთარში განხორციელდება, თუმცა ზაფხულს პოლი იუვეს ფეხბურთელი გახდება.“