სიტის ბონუჩი უნდა, იუვეს პასუხი ცნობილია
Calciomercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის იუვენტუსის უკანახაზელის, ლეონარდო ბონუჩის გაფორმება სურს.
ინგლისელებმა დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ბოლო წლებში საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯეს, თუმცა ეს პოზიცია გუნდისთვის ერთ-ერთ პრობლემატურად ითვლება.
გუარდიოლა ბონუჩის მახასიათებლების დიდი თაყვანისმცემელია და მისი გაფორმება უკვე რამდენიმე წელია სურს, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ვიცე-კაპიტნის გაყიდვას არ აპირებს.
ბონუჩი იუვენტუსის ძირითადი შემადგენლობის წევრი და ანდრეა პირლოს ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა, ამიტომ იუვეს მისი შენარჩუნება სურს და მის სანაცვლოდ მიღებული შემოთავაზებების განხილვას არ აპირებს.