Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტის კულიბალის ტრანსფერამდე 5 მილიონი აშორებს

კალიდუ კულიბალის სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა სიტის სენეგალელი ფეხბურთელის გასაფორმებლად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

ნაპოლიმ სიტის და პსჟ-ს კულიბალის ტრანსფერის მოსაგვარებლად დრო კვირის ბოლომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში 29 წლის ცენტრალური მცველი სატრანსფერო მარკეტიდან მოიხსნება და ის გუნდში დარჩება.

ყველაზე სარფიანი შეთავაზება პარტენოპეის მანჩესტერ სიტიმ გაუკეთა. ქალაქელები მზად არიან, რომ კულიბალის სანაცვლოდ სხვადასხვა ბონუსებთან ერთად 70 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა ნაპოლის პირდაპირი ინვესტიციის სახით 75 მილიონის მიღება სურს…

ფეხბურთელის აგენტი ორივე გუნდის მესვეურებთან ყოველდღიურ კავშირშია და დიდი ალბათობით სიტი უახლოეს დღეებში ნაპოლის ახალი წინადადებით მიმართავს და ტრანსფერიც დაიხურება…

Leave a Reply

Your email address will not be published.