Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტის ორი შემტევი მილანის რადარზე

PianetaMilan-ის ინფორმაციით, მილანი მანჩესტერ სიტის ორ ფორვარდს ყურადღებით აკვირდება და არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში ერთ-ერთი მათგანის გაფორმებას შეეცადოს.

მათგან პირველი სიტის ლეგენდა სერხიო აგუეროა. 32 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 381 მატჩში 256 გოლია, თუმცა მისი კონტრაქტი სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და როსონერის მისი გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

მთავარი პრობლემა არგენტინელი ფეხბურთელის ხელფასია. ის სიტიში სეზონში 13 მილიონ ევროს იღებს და მას მილანში სათამაშოდ გაცილებით ნაკლებ ხელფასზე მოუწევს დათანხმება.

მეორე ფეხბურთელი კი გაბრიელ ჟესუსია. მანჩესტერ სიტი ერლინგ ჰაალანდის გაფორმებას ცდილობს და თუ ამის გაკეთება მოახერხა, ჟესუსითვის გუნდში ადგილი არ დარჩება. მას ცენტრალური ფორვარდის პოზიციის გარდა ვინგერადაც შეუძლია თამაში, რაც პიოლისთვის დამატებითი იარაღი იქნება.

ჟესუსის ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ევროა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, როსონერის ამ თანხის გადახდის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

გათიშვა