Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტი ალექს სანდროს მიუბრუნდა

Tuttosport-ის ინფორმაციით,მანჩესტერ სიტი ბიანკონერის მარცხენა მცველის,ალექს სანდროს გაფორმებას განიხილავს.

ბოლო დღეებში ბრიტანულ მედიაში ბევრი დაიწერა იმის შესახებ,რომ პეპ გუარდიოლას მარცხენა ფლანგის გაძიერება სურს და მისი ფეხბურთის სტილიდან გამომდინარე ალექს სანდრო ქალაქელებისთვის იდეალური შევსება იქნება.

ალექს სანდრო სიტის გასულ ზაფხულსაც დაუკავშირეს და მათი ინტერესი არსად გამქრალა, ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ კი როგორც ჩანს იუვეში ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს და გავრცელებული ინფორმაციით იუვე ბრაზილიელ ფეხბურთელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.