Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტი და ნაპოლი შეთანხმებასთან ახლოს არიან

მანჩესტერ სიტი და ნაპოლი კალიდუ კულიბალის ტრანსფერზე ბოლო დეტალებს აგვარებენ და როგორც ჩანს, სენეგალელი ფეხბურთელის დრო ნაპოლიში დასასრულს უახლოვდება…

SportItalia-ს მტკიცებით, მხარეებმა ძირითადი თანხის შესხებ შეთანხმებას მიაღწიეს. სიტის ნაპოლისთვის 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ახლა კი მოლაპარაკებები ბონუსის რაოდენობაზე მიდის და ტრანსფერი შესაძოა უახლოეს 48 საათში დადასტურდეს.

კულიბალიმ სიტისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ის სეზონში დაახლოებით 9-10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.