Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტი და პსჟ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერით ინტერესდებიან

მანჩესტერ სიტის ინტერესზე რომელუ ლუკაკუს მიმართ ბოლო კვირეებში არაერთმა იტალიურმა და ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა და The Athletic-ის ინფორმაციით, გუარდიოლას გუნდს ფრანგული პსჟ-ც შეუერთდა.

სიტი სერხიო აგუეროს შემცვლელს ეძებს. არგენტინელი ფორვარდის კონტრაქტი ქალაქელებთან ზაფხულში იწურება და გუარდიოლას ფავორიტი მოთამაშე რომელუ ლუკაკუა.

ბელგიელი ფორვარდი ანტონიო კონტეს გუნდის ლიდერია და მისი ინტერიდან წასვლა რთული წარმოსადგენი იქნებოდა, მაგრამ ნერაძურის რთული ფინანსური პირობების გამო ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ინტერის მფლობელი ზაფხულში და დარჩება თუ არა კონტე მილანურ გრანდში, ამიტომ ლუკაკუს გუნდიდან წასვლის გამორიცხვა არ შეიძლება…