Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტი ვლაჰოვიჩის გაფორმებას იანვარში გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორამციით, მანჩესტერ სიტის თავკაცი პეპ გუარდიოლა ფიორენტინას ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მახასიათებლების და პოტენციალის გამო გუნდში სერბი ფორვარდის ტრანსფერს ითხოვს და ინგლისელები მზად არიან მას სურვილი ზამთარშივე შეუსრულონ.

სიტი ახალ ფორვარდს უკვე რამდენიმე თვეა ეძებს და ჰარი კეინი მათი პრიორიტეტული სამიზნე იყო, მაგრამ ტოტენჰემმა მისი გაყიდვა არ ისურვა და ქალაქელებს სხვა კანდიდატების ძებნა მოუწია.

La Repubblica-ს ინფორმაციით, არსენალის და ტოტენჰემის შემდეგ, სიტი მესამე ინგლისური გუნდია, რომელიც მზად არის ფიორენტინას მოთხოვნილი 70-80 მილიონი გადაუხადოს, რაც ტურინის იუვენტუსის შანსებს, რომ ვლაჰოვიჩი სეზონის ბოლოს გაიფორმოს, კიდევ უფრო ამცირებს…