Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტი კულიბალის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს

მანჩესტერ სიტისა და ნაპოლის შორის სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ნაპოლი გაბრიელის არსენალში გადასვლის შემდეგ კულიბალის შემცვლელს ეძებს და არ არის გამორიცხული, ერიკ გარსიას ტრანსფერში ჩართვაზე თანხმობა განაცხადოს. გარსიას ცენტრალური ზონის გარდა დაცვის ხაზში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

გარსია სიტის 2017 წელს, ბარსელონას აკადემიიდან შეუერთდა და ძირითად გუნდში სულ ცოტა ხნის წინ დააწინაურეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.