Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტი ლეაოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი მილანის ვინგერის რაფაელ ლეაოს პროგრესს ყურადღებით აკვირდება და იტალიაში ქალაქელების სკაუტები პორტუგალიელი ფეხბურთელის გამო არაერთხელ იმყოფებოდნენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი პეპ გუარდიოლას ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია და არ არის გამორიცხული, რომ სიტიმ ზაფხულში მისი გაფორმება სცადოს.

მილანი თავის მხრივ პორტუგალიელი შემტევის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა თუ სიტის ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია…