სიტი ლეაუს ტრანსფერში ჟოაო კანსელუს ჩართვას განიხილავს
მილანი რაფაელ ლეაუს ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, მანჩესტერ სიტი კი პორტუგალიელი ტალანტის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
იტალიური მედიის ცნობით, ლეაუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქალაქელების პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება და თუ იქამდე მან გუნდთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მილანს სავარაუდოდ ლეაუს გასხვისება მოუწევს, რადგან მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში იწურება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, სიტი მზად არის ლეაუს სანაცვლოდ მილანს ფულთან ერთად ჟოაუ კანსელუ შესთავაზოს. მარჯვენა ფლანგი უკვე დიდი ხანია, რაც როსონერის ერთ-ერთი სუსტი წერტილია და ქალაქელებს იმედი აქვთ, რომ იტალიელები კანსელუს ტრანსფერში ჩართვაზე უარს არ იტყვიან…