Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტი ჟესუსის იუვეში გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ…

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა მაქს ალეგრის მოთხოვნით ბიანკონერი შეტევის გაძლიერებას მაინც ცდილობს და გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ ჟესუსი გახლავთ.

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ სიტი ჟესუსის გაშვების წინააღმდეგი არ არის, რადგან პეპ გუარდიოლას გუნდი ტოტენჰემიდან ჰარი კეინის დამატებას ცდილობს, რომლის გაფორმებაც იაფი ნამვილად არ დაჯდება, მაგრამ ქალაქელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურთ და მისი იჯარით გაშვება მათ ინტერესში არ შედის.

სიტი ჟესუსს დაახლოებით 60 მილიონად აფასებს და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ იუვენტუსმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლოკატელის გარდა კიდევ ერთი ძვირიანი ტრანსფერი განახორციელოს, ამიტომ თუ სიტი ჟესუსს იჯარით არ გაუშვებს, მისი ტურინში ნახვა ფაქტობრივად გამორიცხულია.