Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტი ტეო ერნანდესის გაფორმებას შეეცდება

ესპანური მედიის ინფორამციით, მანჩესტერ სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა მცველის დამატებას შეეცდება და პეპ გუარდიოლას პრიორიტეტული სამიზნე მილანის უკანახაზელი ტეო ერნანდესი იქნება.

გამოცემა Todofichajes-ის ცნობით, მანჩესტერ სიტი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანს 40 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ როსონერი ამ წინადადებაზე უარს განაცხადებს.

MilanNews-ის ცნობით, როსონერი ტეოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 80 მილიონს შესთავაზებს.