Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია არტურის ტრავმასთან დაკავშირებით

არტურ მელომ, რომელმაც გასული სეზონის მსვლელობისას ტრავმა მიიღო და მთელი სეზონის განმავლობაში თავისი შესაძლებლობების გამოვლენას ვერ ახერხებდა, მომდევნო სეზონისთვის მზადება ნაადრევად დაიწყო.

ფეხბურთელს გარკვეული დისკომფორტი მარცხენა ფეხზე მაინც აქვს, თუმცა Tuttojuve-ს ცნობით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება და ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა დღეისათვის არ არსებობს.

წყაროს ცნობით, არტური სპეციალური ვარჯიშებით მზადებას გააგრძელებს და თუ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მას ტკივილი აღარ შეაწუხებს, ბრაზილიელს ოპერაცია აღარ გაუკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდება და 2 თვის განმავლობაში მოედანს დაემშვიდობება.