Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია ბროზოვიჩისა და პერიშიჩის კონტრაქტებთან დაკავშირებით

ინტერი გუნდის ლიდერებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ნერაძურისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე ბროზოვიჩი-პერიშიჩის ხელშეკრულებებია, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან.

FcinterNews-ის ინფორმაციით, ბროზოვიჩთან მოლაპარაკებები საკმაოდ კარგ ტემპში მიდის და იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ინტერში დარჩენის შანსი საკმაოდ დიდია.

წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი სეზონში 6.5-7 მილიონს ითხოვს, ინტერი კი ამ ეტაპზე 6 მილიონს სთავაზობს.

პერიშიჩის სიტუაცია ბროზოვიჩთან შედარებით საგრძნობლად რთულად არის, 32 წლის ვინგერი ინტერთან ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5.5 მილიონს ითხოვს, ბენეამატა კი მისთვის 3.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და სავარაუდოდ ხორვატი ინტერის რიგებში ბოლო სეზონს ატარებს…