Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია დალოტთან და დიასთან დაკავშირებით

ესპანურ მედიაში დიოგო დალოტსა და ბრაჰიმ დიასზე ისაუბრეს, რომლებიც მილანში მანჩესტერ იუნაიტედიდან და მადრიდის რეალიდან იჯარის წესით სეზონის სტარტზე მივიდნენ და მიმდინარე კონტრაქტების მიხედვით, ორივე მათგანი თავიანთ გუნდებში სეზონის ბოლოს უნდა დაბრუნდნენ.

Todofichajes-ის ინფორამციით, მილანს ბრაჰიმ დიასის შენარჩუნება სურს და მადრიდის რეალს ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შეხვდება. წყაროს ცნობით, ყველაზე რეალური სცენარი ბრაჰიმ დიასის იჯარის გახანგრძლივებაა.

მილანს ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება სურს, მაგრამ რეალი ჯერჯერობით ამ პუნქტზე უარს ამბობს.

დიოგო დალოტს რაც შეეხება, როსონერის მისი გამოსყიდვაც სურდა და პორტუგალიელი უკანახახზელის გაშვების წინააღმდეგი არც მანჩესტერი არის, თუმცა წითელი ეშმაკები მის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, მილანი დალოტს ინგლისში დააბრუნებს და მის ნაცვლად ტოტენჰემის სერჟ აურიერის გაფორმებას ეცდება, რომელიც 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული.