Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია დიბალას კონტრაქტთან დაკავშირებით

პაულო დიბალას მომავალთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები კვლავ არსებობს. თანამშრომლობის გაგრძლების სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა, თუმცა კონტრაქტის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ლა ჯოიას ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო შესთავაზა და წინადადების გაზრდას არ აპირებს, არგენტინელ ფეხბურთელს კი 13 მილიონის მიღება სურს.

წყაროს ინფორმაციით, დიბალას აგენტი იტალიაში თვის ბოლოს ჩაფრინდება და ყველა კითხვას პასუხი სწორედ იმ დროისთვის გაეცემა.