Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტუაცია დონარუმას, იბრაჰიმოვიჩის და ჩალჰანოღლუს კონტრაქტებთან დაკავშირებით

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ანტონიო ვიტელომ ჯიჯოს, იბრას და ჰაკანის კონტრაქტებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მილანმა და რაიოლამ ჯიჯო დონარუმას ახალი ხელშეკრულების თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს. ახალი კონტრაქტის მიხედვით, იტალიელი კიპერი მილანში 2025 წლამდე დარჩება და იმის მიუხედავად, რომ მხარეები გამოსასყიდ პუნქტზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, დონარუმას მილანში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

პარალელურად მხარეები ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ზლატანმა მილანში დარჩენის სურვილი უკვე არაერთხელ დააფიქსირა და ნაკლებად საეჭვოა, რომ მალდინის ლეგენდარულ შვედთან კონტრაქტის გახანგრძლივება გაუჭირდეს.

ჩალჰანოღლუსთან მიმართებაში კი საქმე უფრო რთულად არის. თურქი ფეხბურთელი მილანში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვს. რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე კი მილანი 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ როსონერიმ თავისი წინადადება გაზარდოს, ამიტომ ახლა ყველაფერი ჩალჰანოღლუს ხელშია.