Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სიტუაცია იუვენტუსის ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით

Sky Sport Italia-მ იუვეს გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მატიას დე ლიხტი და ალექს სანდრო გამოჯანმრთელდნენ და სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდებიან.

სამწუხაროდ ტრავმირებულები არიან ფედერიკო კიეზა, ჯორჯო კიელინი და აარონ რემსი. კიეზას დაზიანება შედარებით მსუბუქია, თუმცა წყაროს ინფორმაციით, რემსის და კიელინის დაახლოებით ერთი თვე გაუცდებათ.

ჯერჯერობით უცნობია ადრიენ რაბიოს მდგომარეობა, რომელიც ნაკრებთან ერთად იმყოფება, თუმცა გუშინდელ მატჩში ფინეთის წინააღმდეგ მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.