Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიტუაცია კალაბრიასთან დაკავშირებით

ალესიო რომანიოლის შემდეგ, მილანს ლაზარეთიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დავიდე კალაბრია უბრუნდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ელოდებოდნენ. მოსალოდნელი იყო, რომ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ის მოედანს 26 აპრილს ლაციოსთან მატჩში დაუბრუნდებოდა, მაგრამ წყაროს ინფორმაციით არ არის გამორიცხული, რომ დავიდემ უკვე ამ კვირაში მოახერხოს თამაში.

უახლოეს დღეებში მას კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და ზუსტი პასუხიც მაშინ გვეცოდინება.